Home » ბიზნესი » ბანკებმა აპარატით გადახდების საკომისიო შეცვალეს

ბანკებმა აპარატით გადახდების საკომისიო შეცვალეს

თვითმომსახურების  აპარატებზე  4 %-იანი ტარიფის შემოღებიდან რამდენიმე წლის თავზე ბაზარზე ახალი წესრიგი მყარდება.

საბანკო სექტორის გათანაბრებულ განაკვეთებზე მომხმარებელს  გარიგების  გონივრული ეჭვი უჩნდება. ბანკები კი სიახლეს  განვითარების ახალი ეტაპზე გადასვლით  ხსნიან, დისტანციური არხების წახალისებისთვის.

კომუნალურებზე  თანხის შეტანით გადახდის საკომისიო  ყველა ტერმინალზე მომატებულია. TBC pay-ს, exspress pay-ს და ასევე ლიბერთი ბანკის აპარატებში, რომლითაც ყველაზე მოწყვლადი მოსახლეობა სარგებლობს, პენსიონერი და  სოციალურად დაუცველი, თუმცა ლიბერთის ქსელში  20-ზე მეტი აპარატია, ძირითადად გარეუბნებში სადაც კომუნალურების უფასოდ გადახდაა შესაძლებელი.

ნულოვანი განაკვეთი  თითქმის არცერთ პროვაიდერზეა, რომლებსაც თავისი მომხმარებლისთვის საკომისიოს ხარჯის  გაწევა აღარ უღირს. გამონაკლისია მხოლოდ  მაგთიკომი მაგთისატის მაყურებლისთვის.

gbc.ge

Share