Home » ფინანსები » ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონება 38,6 მლნ-ით გაიზარდა

ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონება 38,6 მლნ-ით გაიზარდა

2020 წლის ივლისის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 216,5 მლნ ლარი შეადგინა.

აღნიშნულის შესახებ ეროვნული ბანკის “საფინანსო სექტორის მიმოხილვაშია” ნათქვამი.

მიმოხილვის თანახმად, წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 38,6 მლნ ლარით გაიზარდა. კერძოდ, 2019 წლის ივლისში ეს მაჩვენებელი 177.9 მლნ ლარი იყო.

ამასთან, სებ-ის მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 12.1 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2019 წლის ამავე პერიოდში 26.1 მლნ ლარის ოდენობის სესხის ჩამოწერა მოხდა.

გარდა ამისა, საფინანსო სექტორის მიმოხილვის თანახმად, ივლისში 5.7 მლნ ლარის მოცულობის ჩამოწერილი სესხის ამოღება მოხდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი 7.3 მლნ ლარი იყო.

BPN.GE

Share