Home » ფინანსები » ბაზისბანკის ციფრული არხებით სარგებლობა უფასოა

ბაზისბანკის ციფრული არხებით სარგებლობა უფასოა

ბაზისბანკი შექმნილი ვითარებისა და მომხმარებელთა ინტერესების გათვალისწინებით, თავის მომხმარებლებს ინტერნეტ და სმს ბანკინგს 3 თვის განმავლობაში უფასოდ მიაწოდებს.

ბანკის ელექტრონული სერვისების საშუალებით საჭირო საბანკო ოპერაციების განხორციელებას სახლიდან გაუსვლელად, ბანკის ოფისებში ვიზიტის გარეშე, უწყვეტ რეჟიმში შეძლებთ.

ბაზისბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკით თქვენ შეგიძლიათ:

  • უფასოდ გადაიხადოთ კომუნალური გადასახადები; 
  • შეავსოთ მობილურის ბალანსი საკომისიოს გარეშე;
  • გადარიცხოთ თანხა ნებისმიერი მიმართულებით;
  • გახსნათ ანაბარი ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთით;
  • აიღოთ სესხი დისტანციურად;
  • ისარგებლოთ პირადი დილერის მომსახურებით და დააკონვერტიროთ თანხა სპეციალური კურსით;
  • გაიქტიუროთ სმს ბანკი და ავტომატური გადახდების სერვისი.

თუ ჯერ არ სარგებლობთ ბაზისბანკის ინტერნეტ ან სმს ბანკით, ან გსურთ პაროლის აღდგენა, სერვისის ჩართვა/პაროლის აღდგენა უკვე შესაძლებელია ბაზისბანკის ახალი ციფრული სერვისის – ვიდეობანკის საშუალებით.

აუცილებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია ეწვიოს ბაზისბანკის სერვისცენტრებს. ჩვენ ვიცავთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს, ვითვალისწინებთ მომხმარებელთა და თანამშრომელთა ინტერესებს და უსაფრთხოების ნორმების დაცვით ვაგრძელებთ შეუფერხებლად მუშაობას.

ბაზისბანკი და მისი გუნდი აქტიურად აგრძელებს ციფრული არხების უწყვეტ განვითარებას, ზრუნავს მომხმარებლისთვის დამატებითი საჭირო სერვისების შეთავაზებაზე.

ყველაფერი კარგად იქნება!

#დარჩისახლში

Share