Home » საზოგადოება » ბადრი ჯაფარიძე: ხაშურსა და მის პატარ-პატარა სოფლებს ფეხზე დავაყენებთ

ბადრი ჯაფარიძე: ხაშურსა და მის პატარ-პატარა სოფლებს ფეხზე დავაყენებთ

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ხაშურში რეგიონული ოფისის გახსნისას მოსახლეობის წინაშე გამოვიდა და მათ ხაშურის პოტენციალსა და შესაძლებლობებზე ესაუბრა.

„ლელოს“ ლიდერის თქმით, რეგიონი მოკლებულია ზრუნვას და ყურადღებას. აუცილებელია ხაშურის მოსახლეობისთვის იმ იმედის და მომავლის დაბრუნება რომელიც წაართვეს.

„ხაშურსა და მის პატარ-პატარა სოფლებს ფეხზე დავაყენებთ“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

„ლელო“, მოვიდა იმისთვის, რომ შეცვალოს დაჭაობებული რეალობა, სადაც ადამიანებმა დაკარგეს იმედი, დაეუფლათ ნიჰილიზმი და აღარ სჯერათ გაცემული დაპირებების. ჩვენ გვინდა ეს შევცვალოთ, მოვიტანოთ იმედი, მოვიტანოთ იმის რწმენა, რომ ჩვენ ერთად შეგვიძლია ამ კრიტიკული ვითარების კეთილდღეობით შეცვლა. თქვენი, ხაშურელების მონაწილეობით, ჩვენ ამას შევცვლით. თითოეულ თქვენგანს აქვს განუზომელი მნიშვნელობა ქვეყნის განახლების გზაზე და ჩვენ ამას გავაკეთებთ ჩვენი შვილებისთვის, არაჩვეულებრივი თაობისათვის, რომელმაც უნდა იცხოვროს წელგამართულ საქართველოში, სადაც ქართველობა არის სიამაყე“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ჯაფარიძის თქმით, ხაშურმა უნდა გამოიყენოს ის პოტენციალი რომელიც ქალაქშია, რომელიც რაიონის მაცხოვრებლებშია.

„ხაშურლებისგან ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ მხარდაჭერას და ჩვენ ეს უნდა გადავაქციოთ „ლელოს“ გამარჯვებად. ჩვენ ეს რეგიონი უნდა გადავაქციოთ საქართველოს გულად. ხაშურის რაიონში 70-ზე მეტი სოფელი და 100 ზე მეტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ეს არის რაიონი, რომელიც ყველამ ვიცით ჩვენი ბავშვობიდან – ქვიშხეთი, სურამი, ნაბახტევი, წრომი განუმეორებელი ხვისი და ხაშური ამ სალამაზის ცენტრი.

სამწუხაროდ, ამ წლებმა მოიტანა გაჭირვება და ადამიანები მხოლოდ ყოველდღიური გადარჩენის რეჟიმში ცხოვრობენ. ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ და მოვახერხოთ, რომ ხაშური ღირსეულად იყოს წარმოდგენილი პარლამენტში. ხაშურს უნდა ჰქონდეს თავისი სახე“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

Share