Home » ეკონომიკა » ბაგრატიანი: სააკაშვილი მთლიანი შიდა პროდუქტის შესახებ საქმის კურსში არ არის

ბაგრატიანი: სააკაშვილი მთლიანი შიდა პროდუქტის შესახებ საქმის კურსში არ არის

არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა სომხეთში საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ სომხეთი ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული მთლიანი შიდა პროდუქტით საქართველოზე წინ არ ყოფილა ტიგრან დიდის დროიდან მოყოლებული.

მიხეილ სააკაშვილს პასუხი გასცა სომხეთში ყველაზე ცნობილმა ეკონომისტმა, ექს-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა და უბრალოდ ენამახვილი განცხადებების მოყვარულმა გრანტ ბაგრატიანმა.

“ჯერ ერთი, სომხეთმა ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტით გადაასწრო საქართველოს არა 2019 წელს. სომხეთი საქართველოზე წინ იყო 2005-2009 წლებში, როდესაც სააკაშვილი ხელმძღვანელობდა საქართველოს.

მეორე, საბედნიეროდ, ჩვენი გუნდის განკარგულებაშია მთლიანი შიდა პროდუქტის ისტორიული მაჩვენებლები. ჩვენი კვლევების თანახმად, მე-4-5 საუკუნეებში დღევანდელ ფასებში სომხეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 1 სულ მოსახლეზე შეადგენდა 1000-1200 დოლარს. ქვეყანა მაძღარი იყო. საქართველო იმ დროს 2-ჯერ და მეტად ჩამორჩებოდა სომხეთს და გამოცოცხლებული სავაჭრო გზებისგან მოშორებული იყო. ჩვენ კი მსოფლიოს საუკეთესი ქვეყნების ხუთეულში შევდიოდით.

კარგმა ცხოვრებამ და საეკლესიო გადასახადებმა, სამწუხაროდ, მე-5 საუკუნის დასაწყისში შექმნა ილუზია, რომ სახელმწიფო არ იყო საჭირო, საკმარისი იყო სომხეთის აპოსტოლური ეკლესია. უკვე მე-5 საუკუნეში ეკონომიკური აქტივობა უაზრო გახდა. მე-6 საუკუნეში ქართული ეკლესია გამოეყო სომხურს. საქართველომ დაიწყო ეკონომიკურად აყვავება. ჩვენ განწირულები ვიყავით თვითგანადურებისთვის არაბებს რომ არ დავეპყარით”.

ბაგრატიანმა აგრეთვე დაამატა, რომ კილიკია უკეთ ცხოვრობდა, ვიდრე საქართველო, აი, სომხეთმა, უფრო სწორად კი საბჭოთა სომხეთმა საბჭოთა საქართველოს მხოლოდ 1970-იან წლებში გადაასწრო. მაგრამ გადაასწრო.

“ასე რომ, საკაშვილი უბრალოდ საქმის კურსში არაა”, – დაასკვნა ბაგრატიანმა

წყარო ru.armlink.am

ipress.ge

Share