Home » მსოფლიო » ახალი ზელანდიის პრემიერი დამსაქმებლებს 4-დღიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლისკენ მოუწოდებს

ახალი ზელანდიის პრემიერი დამსაქმებლებს 4-დღიან სამუშაო გრაფიკზე გადასვლისკენ მოუწოდებს

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი, ჯასინდა არდერნი დამსაქმებლებს მოუწოდებს 4 დღიან სამუშაო გრაფიკზე გადავიდნენ.

„მე მესმის, ბევრი ადამიანი გვთავაზობს გადავიდეთ ოთხდღიან სამუშაო დღეზე. რეალურად ეს დამსაქმებლებმა და დასაქმებულებმა ერთმანეთს შორის უნდა მოაგვარონ.

მართლა მსურს დამსაქმებლებს ვუთხრა, რომ ეს მათ მიერ მისაღები გადაწყვეტილებაა“, – აღნიშნა პრემიერმა საკუთარი მანქანიდან ლაივ ჩართვის დროს, როცა ერთ-ერთ ტურისტულ ადგილზე მიემართებოდა.

მისივე განცხადებით, უფრო ხანგრძლივი დასვენების დღეები ქვეყნის მოსახლეობას მეტი მოგზაურობის საშუალებას მისცემს, რაც შიდა ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყნის საზღვები ჩაკეტილია.

Share