Home » საზოგადოება » „ახალგაზრდა ადვოკატებმა” 2019 წლის საქმიანობა შეაჯამეს და სასამართლო, მედია, საჯარო და კერძო სექტორი დააჯილდოვეს

„ახალგაზრდა ადვოკატებმა” 2019 წლის საქმიანობა შეაჯამეს და სასამართლო, მედია, საჯარო და კერძო სექტორი დააჯილდოვეს

„ახალგაზრდა ადვოკატებმა” 2019 წლის საქმიანობა შეაჯამეს და სასამართლო, მედია, საჯარო და კერძო სექტორი დააჯილდოვეს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2019 წლის საქმიანობის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს და წლის ბოლოს, „ნომინანტები და ნომინაციები 2019“-ის გამარჯვებულები გამოავლინეს. ორგანიზაციამ 2014 წლიდან საფუძველი ჩაუყარა ტრადიციას, როდესაც წლის საქმიანობის ღონისძიებაზე აღინიშნება პროფესიული წრისა და იმ ინსტიტუციების დამსახურებული როლი, რომლებმაც ორგანიზაციასთან თანამშრომლობის პროცესში ან საზოგადოებრივი მაღალი ნდობის პირობებში, საკუთარი უფლებამოსილება და ვალდებულება კეთილსინდისიერად შეასრულეს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ აღმასრულებელი გუნდის გადაწყვეტილებით, 1 სასამართლო ინსტანცია, 3 საჯარო უწყება, 2 კერძო ინსტიტუცია, 3 მედია-გამოცემა და 11 ჟურნალისტი დაჯილდოვდა. 2019 წლის ნომინაციები გადაეცათ შემდეგ ინსტიტუციებს, კერძო ორგანიზაციებსა და ჟურნალისტურ კორპუსს:

• „ღია სასამართლო ინსტანცია“ – თბილისის სააპელაციო სასამართლო

• „ყველაზე ღია საჯარო უწყება“ – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

• „საუკეთესო თანამშრომლობისთვის და ინსტიტუციური დიალოგისთვის“ – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური;

• „ყველაზე კომუნიკაბელური უწყება“ – სსიპ – აწარმოე საქართველოში

• „ახალგაზრდული იდეების ქომაგი“ – საკონსულტაციო ჯგუფი „ჯეპრა“

• „დაბალანსებული და სანდო ინფორმაციისთვის“ – გაზეთი „ბანკები და ფინანსები“

• „საზოგადოების ხმა“ – გადაცემა „NEWSROOM“, ტელევიზია „პალიტრანიუსი“

• „ღია საზოგადოების მხარდამჭერი“ – ახალი ამბების სააგენტო „Report. ge“

• „წლის საუკეთესო მომსახურებისათვის“ – სასტუმრო „Wyndham Grand Tbilisi“.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პროფესიული მოვალეობების მაღალი სტანდარტით შესრულების გამო, ნომინაცია: „თავისუფალი სიტყვის დამცველი – 2019“ გადასცეს ტელეკომპანიებისა და მედიის შემდეგ წარმომადგენლებს: • ბელა ზაქაიძე, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, გადაცემა „ახალი კვირა“ • ლევან კვატაშიძე, ტელეკომპანია „იმედი“, საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკა“ • თამთა ჩიტიშვილი, ტელეკომპანია „რუსთავი 2“, საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“ • ლევან წუწუნავა, ტელეკომპანია „მაესტრო“ • ნინო ხოზრევანიძე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი • გოგი ჩოკოშვილი, საქართველოს რადიო FM 102.3 • ილია ჩაჩიბაია, ტელეკომპანია „ობიექტივი“ • სულხან მესხიძე, ტელეკომპანია “TV 25” • თეონა აბესაძე, ახალი ამბების სააგენტო „პრაიმთაიმი“ • ინგა ქვარცხავა, მედია-ჰოლდინგი „კვირა“ • ბექა ვარდოსანიძე, დამოუკიდებელი ჟურნალისტი და ბლოგერი, რომელსაც საზოგადოება იცნობს კონსერვატიული შეხედულებებით და ჯილდოც გადაეცა შესაბამისი სამოქალაქო ჩართულობისთვის.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ წლის საპატიო ჯილდო და ნომინაცია – „ორგანიზაციის მეგობარი“, 2019 წელს გადაეცა საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტსა და ბრენდის მენეჯერს, ანა ბოკუჩავას. აგრეთვე, ნომინაცია გადაეცა საქართველოს უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალიზაციის სტუდენტებს – ციცი ჭელიძეს, მარიამი ბარსონიძეს, სოფიო ჯიჭონაიას, ანა გაგუას, მარიამ შათირიშვილს, სოფიო თვალაბეიშვილსა და თამარ სტეფანიშვლს. ორგანიზაციისა და სტუდენტების თანამშრომლობა პროფესიული ინტერესის ფარგლებში დაიწყო და მათ გადაწყვიტეს, 2019 წლის განმავლობაში, საერთო სასამართლოებში, ორგანიზაციის წარმოებაში არსებულ ცნობილი საქმეების განხილვას მუდმივად დასწრებოდნენ. სწორედ ამ თანამშრომლების ფარგლებში, ორგანიზაციამ სტუდენტების მეშვეობით მოამზადა კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც ამჟამად სასამართლოს განხილვაშია, რომლის თანახმადაც, საქართველოში, ერთზე მეტი სასწავლო გრანტის მიღების აკრძალვა, შესაძლოა, 2020 წელს გაუქმდეს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, 2019 წელი, „ახალგაზრდა ადვოკატებისთვის“, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, ახალი გამოწვევებით, ახალი წარმატებებითა და ახალი შედეგებით იყოს დატვირთული. კვლავ აქტუალური იყო სასამართლო სისტემა, საჯარო უწყებების მუშაობის შეფასება, მიმდინარე რეფორმების სამართლებრივი ანალიზი, სამართლიანობის აღდგენის საკითხიდან გამომდინარე პროცესი, სოციალური სამართლიანობის საკითხები და სხვა. ორგანიზაციას 2019 წელს, გასულ წელთან შედარებით, გააჩნდა კიდევ უფრო მეტად წარმატებული სამართალწარმოების სტატისტიკა. არ დარჩენილა არც ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომლის მიმართაც, ორგანიზაციას არ წარმოედგინა საკუთარი სამოქალაქო პოზიცია და სამართლებრივი შეფასება.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2020 წელი საქმიანობაში არასრუწლოვანთა უფლებების დაცვის საკითხებზე მუშაობის წლად გამოაცხადეს. ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში არსებობენ ბავშვები, რომლებსაც სჭირდებათ დახმარება და მხარდაჭერა. ორგანიზაციის შეფასებით, ქართული საზოგადოებისთვის, 2019 წელს აღმოჩენად იქცა ახალგაზრდა, უნიჭიერესი კომპოზიტორი და პიანისტი ცოტნე ზედგინიძე. 2019 წლის ივნისიდან გაიმართა სხვადასხვა ღონისძიება ბავშვის უფლებების კონვენციის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩი, ცნობილი მაესტრო ნიკა რაჭველი. ორგანიზაციის წლის შემაჯამებელ საღამოზე, საზოგადოებას სწორედ ნიკა რაჭველმა და ცოტნე ზედგინიძემ მიმართეს და ხაზი გაესვა ორგანიზაციის გადაწყვეტილების მნიშვნელობას. შემაჯამებელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, რომელმაც ისაუბრა ადვოკატის როლსა და საქმიანობის პრინციპებზე. ამ თვალსაზრისით, აღნიშნა „ახალგაზრდა ადვოკატების“ როლი.

2019 წლის ღონისძიებაზე მოხდა „ახალგაზრდა ადვოკატების“ საქმიანობის შესახებ მომზადებული ჟურნალის პრეზენტაცია, რომლის პირველი გვერდის თემატიკა პლურალიზმის პრობლემას შეეხება. ამასთან, საზოგადოება გაეცნო ორგანიზაციის 2019 წლის საქმიანობის ვიდეო-რგოლს. ღონისძიებას ხელისუფლების წარმომადგენლები, სამოქალაქო ორგანიზაციები, ჟურნალისტური კორპუსი, ორგანიზაციის პარტნიორები, მეგობრები და კლიენტები ესწრებოდნენ. ღონისძიებას მსოფლიო ბრენდის სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi მასპინძლობდა, რომელიც წარმოადგენს საქართველოში, 48 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, სრულიად განსხვავებულ დასვენების, ტურისტული მიმზიდველობის მქონე და საქმიანი შეხვედრების ობიექტს. ორგანიზაცია პერსონალურ მადლობას უხდის სასტუმროს მენეჯმენტს და აღნიშნავს, რომ Wyndham Grand Tbilisi, აგრეთვე ქმნის სამოქალაქო სექტორსა და ბიზნესს შორის ინსტიტუციური დიალოგის საუკეთესო შესაძლებლობებს.

Share