Home » ბიზნესი » “აჭარა ჯგუფი“ “ცენტრ პოინტის“ ყოფილ სამშენებლო ტერიტორიაზე გასართობ სივრცეს მოაწყობს

“აჭარა ჯგუფი“ “ცენტრ პოინტის“ ყოფილ სამშენებლო ტერიტორიაზე გასართობ სივრცეს მოაწყობს

15 ათასი კვარდრატული მეტრის ფართობის მიწას ნინოშვილზე, რომელიც „ცენტრ პოინტის“ საკუთრებაში იყო და ამჟამად ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, მალე 20 მილიონ ლარად „აჭარა ჯგუფის“ მფლობელი თემურ უგულავა შეიძენს.

აღნიშნულ თემაზე  აჭარა ჯგუფი კომენტარისგან თავს იკავებს,   თუმცა „კომერსანტის“ წყაროს ცნობით, მალე „აჭარა ჯგუფი“ წლობით მიტოვებულ ტერიტორიას სარეკრეაციო გასართობ სივრცედ აქცევს.

მიწის გაყიდვით მიღებული თანხა მერიამ „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულების სარემონტო ობიექტებს უნდა მოახმაროს.

როგორც თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა რამდენიმე თვის წინ აგნაცხადა, აღნიშნულ ტერიტორიაზე გასხვისების შემთვევაში სარეკრეაციო ზონბის მოწყობა ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული.

commersant.ge

Share