Home » მსოფლიო » აშშ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ენერგეტიკული პროექტებისთვის მილიარდ დოლარს გამოუყოფს

აშშ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს ენერგეტიკული პროექტებისთვის მილიარდ დოლარს გამოუყოფს

აშშ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, „სამი ზღვის ინიციატივის” ფარგლებში, 1 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს, რომელიც ენერგეტიკული ინვესტიციებისთვის იქნება გათვლილი. განცხადება ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა.

პომპეოს განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა კონგრესის თანხმობის ფარგლებში განხორციელდება.

„ჩვენი მიზანია, კერძო ინვესტიციების განხორციელდეს ენერგო სექტორში“, – განაცხადა პომპეომ.

კონფერენციას, რომელიც გერმანიაში, კერძოდ მიუნხენში ჩატარდა, დაესწრო 500-ზე მეტი მაღალი რანგის წარმომადგენელი  – პოლიტიკური, ეკონომიკური და სამეცნიერო წრეებიდან, ასევე სამოქალაქო მოძრაობები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

პოლონეთის საგარეო საქმეთა წარმომადგენელი, იაცეკ ცაპუტოვიჩის განცხადებით, ეს მნიშვნელოვანი დეკლარაციაა და ამით ჩანს ის, რომ აშშ სერიოზულად ეკიდება „სამი ზღვის ინიციატივის“ პროექტს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დეკლარაცია, რომელიც აჩვენებს, რომ შეერთებულ შტატებს სერიოზულად ეკიდება „სამი ზღვის ინიციატივა“. ფულის გამოყენება შესაძლებელია ენერგორესურსების ნაკადის გასაზრდელად და ინფრასტრუქტურის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად,” – აცხადებს პოლონეთის საგარეო საქმეთა წარმომადგენელი, იაცეკ ცაპუტოვიჩი.

მან დასძინა, რომ ამ გზით აშშ-ს სურს გამოხატოს თავისი მხარდაჭერა ცენტრალურ ევროპაში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის თვალსაზრისით.

ცნობისთვის, „სამი ზღვის ინიციატივა“ არის პოლონეთისა და ხორვატიის პრეზიდენტების ერთობლივი პროექტი, რომელიც ხელს უწყობს დიალოგს და საზღვრისპირა ინფრასტრუქტურულ თანამშრომლობას ქვეყნებს შორის, რომლებიც მდებარეობს ბალტიის, შავი და ადრიატიკის ზღვებს შორის.

იგი ფოკუსირდება ერთობლივი საქმიანობის შესახებ ტრანსპორტის, ციფრული სერვისების და ენერგიის წარმოების სფეროში და მოიცავს ისეთ საქმიანობას, როგორიცაა გზების, რკინიგზის, მილსადენების და ელექტროგადამცემი კავშირების მშენებლობა.

ბაჩანა ჯინჭარაძე      

Share