Home » ახალი ამბები » აშშ-ში რუსეთის დუმის დეპუტატის შვილს 27-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
აშშ-ში რუსეთის დუმის დეპუტატის შვილს 27-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში რუსეთის დუმის დეპუტატის შვილს 27-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რუსული სააგენტო RIA-ს ცნობით, სიეტლის ფედერალურმა სასამართლომ რუსეთის მოქალაქე რომან სელეზნიოვს, კიბერთაღლითობის გამო 27 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

რუსეთის დუმის დეპუტატის, ვალერი სელეზნიოვის შვილის, რომან სელეზნიოვის საქმეზე განაჩენი ამერიკულმა სასამართლომ 21 აპრილს გამოაცხადა.

პროკურორები აღნიშნავდნენ, რომ რუსეთის მოქალაქისთვის წაყენებული ბრალდება, ხშირად, სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს, ამის გათვალისწინებით ისინი 30-წლიან პატიმრობას ითხოვდნენ. მათივე წინადადება იყო, რომ სასამართლოს ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება არ გაეთვალისწინებინა. პროკურორების თქმით, რუსეთის მოქალაქე სასამართლომდე გამოძიებასთან არ თანამშრომლობდა.

2016 წლის აგვისტოში სელეზნიოვს ბრალი ხუთი მუხლით წაუყენეს: კიბერ თაღლითობა, დაცული კომპიუტერის განზრახ დაზიანება, დაცული კომპიუტერიდან ინფორმაციის მიღება, დაცული კომპიუტერების ქსელზე წვდომისათვის 15-ზე მეტი დაუშვებელ ხელსაწყოს შენახვა, პერსონალური ინფორმაციის მოპარვა დამამძიმებელ გარემოებაში.

პროკურატურის ცნობით, ბრალდებულის კომპიუტერში 1,7 მილიონი საკრედიტო ბარათის მოპარული ნომერი ინახებოდა.

აშშ-ის საიდუმლო სამსახურის აგენტებმა რუსეთის მოქალაქე მალდივის კუნძულებზე 2014 წელს დააკავეს. სელეზნიოვის დაცვის მხარემ, მისმა მამამ, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ვალერი სელეზნიოვმა, ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაკავებას საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა უწოდეს.

თავად სლეზნიოვი დანაშაულს აღიარებს, თუმცა, თავის დაკავებას ამერიკელი სამართალდამცავების მიერ, პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და დახმარებას რუსეთს სთხოვს.

[wpolling id=”14″ width=”” height=””]

წყარო: on.ge

Share