Home » მსოფლიო » აშშ-ში კორონავირუსით ერთ დღეში 1 736 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში კორონავირუსით ერთ დღეში 1 736 ადამიანი გარდაიცვალა

Cnn-ის ინფორმაციით, აშშ-ში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 1 736 ადამიანი გარდაიცვალა. Cnn-ი ინფორმაციას „ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის“ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აქამდე არსებულ მონაცემებს შორის, ეს ქვეყანაში სიკვდილიანობის ერთ დღეში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში დაღუპულთა საერთო რაოდენობა 12 722-ს აღწევს. ქვეყანაში კორონავირუსის 400 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანრმთელებულია 21 674 ადამიანი.

Share