Home » მსოფლიო » აშშ-მა საფრანგეთს $1,3 მილიარდის ღირებულების საქონელზე დამატებითი გადასახადები დაუწესა

აშშ-მა საფრანგეთს $1,3 მილიარდის ღირებულების საქონელზე დამატებითი გადასახადები დაუწესა

აშშ-ის ხელისუფლებამ საფრანგეთს 1,3 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელზე დამატებითი 25%-იანი გადასახადები დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

საქონლის ჩამონათვალში კოსმეტიკური პროდუქცია და ჩანთები მოხვდა. გადაწყვეტილება 2021 წლის 6 იანვარს ამოქმედდება, თუმცა აშშ-ს ამოქმედების თარიღის გადმოწევა შეუძლია.

ვაშინგტონმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარიზმა განაცხადა, რომ ციფრული მომსახურების სფეროში მომუშავე კომპანიებს, მათ შორის ამერიკულებს, გადასახადებს გაუზრდის. 

აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის განცხადებით, ციფრული გადასახადი უსამართლოდ აზიანებს ამერიკული კომპანიების საქმიანობის სფეროს.

imedinews.ge

Share