Home » მსოფლიო » აშშ-მა „როსნეფტის“ შვილობილ კომპანიას სანქციები დაუწესა

აშშ-მა „როსნეფტის“ შვილობილ კომპანიას სანქციები დაუწესა

აშშ-მა რუსული ნავთობკომპანია „როსნეფტის“ შვილობილ კომპანიას „როსნეფტ ტრეიდინგს“ სანქციები დაუწესა. ამის მიზეზად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს რეჟიმის მხარდაჭერას ასახელებს.

აშშ რუსეთს მადუროს მთავრობის მთავარ მხარდამჭერად განიხილავს. სანქციების შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა და სხვა კომპანიებს 90 დღიანი ვადა მისცა, რომ ამ კომპანიასთან ტრანზაქციები შეწყვიტონ. სანქციები შეეხოთ კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრებსა და კომპანიის პრეზიდენტ დიდიე კასიმოროს.

ტრამპის ადმინისტრაციამ „როსნეფტ ტრეიდინგი“ დაადანაშაულა, რომ ვენესუელის ნავთობსექტორს ეხმარება და აქტიურად იცილებს თავიდან ამერიკულ სანქციებს.

ipn.ge

Share