Home » ფინანსები » აშშ-მა დაჭრილი სამხედროების სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა 4.5 მლნ დოლარით დააფინანსა

აშშ-მა დაჭრილი სამხედროების სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა 4.5 მლნ დოლარით დააფინანსა

შეერთებული შტატების მთავრობამ საქართველოში, მარო მაყაშვილის სახელობის დაჭრილი სამხედროების სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა 4.5 მლნ დოლარით დააფინანსა.

სარეაბილიტაციო ცენტრი წეროვანში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა შესაძლებელი გახდა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების უშუალო მონაწილეობით.

“დღეს აღვნიშნავთ მარო მაყაშვილის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნას, რაც ძალზედ სიმბოლურია. ასევე სიმბოლურია, რომ ამ ცენტრის გახსნა შესაძლებელი გახდა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების უშუალო მონაწილეობით, რისთვისაც მე მინდა მადლობა გადავუხადო აშშ-ის მთავრობას და ელჩის მოვალეობის შემსრულებელს.

ამერიკის შეერთებული შტატების წვლილი დაახლოებით 4.5 მილიონი დოლარია, ისევე როგორც, საქართველოს მხარემ მილიონი ლარი დახარჯა, იმისათვის, რომ ყველაფერი აღგვეჭურვა უმაღლეს დონეზე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

წეროვანში დღეს, რეგიონში უპრეცენდენტო მნიშვნელობის, საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა.

ახალი ცენტრი აღჭურვილია ულტრათანამედროვე სარეაბილიტაციო და სამედიცინო ტექნიკით, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.

Share