Home » მსოფლიო » აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის აპარატი: კორონავირუსი ლაბორატორიაში არ შექმნილა

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის აპარატი: კორონავირუსი ლაბორატორიაში არ შექმნილა

ახალი კორონავირუსი ლაბორატორიაში არ შექმნილა და გენეტიკურად მოდიფიცირებული არ ყოფილა, – ნათქვამია აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის აპარატის განცხადებაში.

„აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოება ეთანხმება არსებულ ფართო სამეცნიერო კონსენსუსს იმის თაობაზე, რომ COVID-19 არ შეიქმნა ლაბორატორიაში და არ იყო გენეტიკურად მოდიფიცირებული. აშშ-ის სადაზვერვო საზოგადოება განაგრძობს ინფორმაციისა და სადაზვერვო მონაცემების შესწავლას, რათა დაადგინოს, ეპიდემიის აფეთქება ინფიცირებულ ცხოველებთან კონტაქტს მოჰყვა თუ უხანის ლაბორატორიაში ინციდენტის შედეგი იყო“, – ნათქვამია განცხადებაში.

29 აპრილს ტელეკომპანია NBC- მ თეთრ სახლში წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებს იმის გაგება დაავალა, დამალეს თუ არა ჩინეთმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ინფორმაცია კორონავირუსის გავრცელების თაობაზე.

imedinews.ge

Share