Home » ახალი ამბები » აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა

შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ოპოზიციის ლიდერებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

“დღეს ელჩმა დეგნანმა ოპოზიციის ლიდერებს გასაცნობად და საქართველოს პოლიტიკურ გარემოზე სასაუბროდ უმასპინძლა.

ელჩმა დეგნანმა, კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა ყველა მხარის აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობას მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგსა და ფართო საარჩევნო რეფორმის პროცესში ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

Share