Home » ფინანსები » აშშ-ისგან საქართველო ტანკსაწინააღმდეგო სისტემა ჯაველინის ახალ პარტიას შეიძენს

აშშ-ისგან საქართველო ტანკსაწინააღმდეგო სისტემა ჯაველინის ახალ პარტიას შეიძენს

პენტაგონის ვებსაიტზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ ხელი მოაწერა კონტრაქტს ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა Javelin-ის შეკვეთაზე რიგი სახელმწიფოების, მათ შორის საქართველოსთვის.

კონტრაქტის თანახმად, შეკვეთილი Javelin-ის სისტემების დამზადება მიმდინარე წლის 25 ივნისამდე უნდა დასრულდეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა ჯაველინი პირველად 2018 წელს შეიძინა. 72 გამშვებ მოწყობილობასა და 410 რაკეტაში $75 მილიონი დოლარი იქნა გადახდილი.

Share