Home » მსოფლიო » აშშ ირანთან დაკავშირებულ კომპანიებს სანქციებს უწესებს

აშშ ირანთან დაკავშირებულ კომპანიებს სანქციებს უწესებს

ამერიკის შეერთებული შტატები ირანთან დაკავშირებულ კომპანიებსა და ადამიანებს სანქციებს უწესებს. ვაშინგტონმა ამჯერად „შავ სიაში“ ჰონგ-კონგში დაფუძნებული ორი, შანხაიში ერთი და დაუბაიში დაფუძნებული ერთი კომპანიები შეიყვანა.

აღნიშნულის მიზეზი ამ კომპანიების მიერ ირანის ეროვნული სანავთობო კომპანიისთვის დახმარებაა, რათა მოეხდინა მილიონობით დოლარის ღირებულების ნავთობის ექსპორტი აშშ-ის სანქციების გვერდის ავლით.

სანქციები წარმოადგენს აშშ-ის მიერ ირანზე „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანიის უახლოეს ზომას, რომელიც მიზნად ისახავს აიძულოს თეირანი დათმობებზე წავიდეს ბირთვული პროგრამის, რეგიონული აქტივობების და ბალისტიკური რაკეტების საკითხებში.

Share