Home » მსოფლიო » აშშ ადგილობრივი ფერმერებისგან 3 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციას შეიძენს

აშშ ადგილობრივი ფერმერებისგან 3 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქციას შეიძენს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ მეშვეობით განაცხადა, რომ ქვეყანა ადგილობრივი ფერმერების პროდუქციას, მათ შორის რძის ნაწარმს, ხორცს და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს შეიძენს. საუბარია სულ სამი მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციაზე.

გადაწყვეტილება ტრამპის ადმინისტრაციამ ფერმერებში უმუშევრობის დონის ზრდისა და მათ პროდუქციაზე ფასის ვარდნის შედეგების გასანეიტრალებლად მიიღო.

1tv.ge

Share