Home » საზოგადოება » აღურიცხავი შემოსავლები, მივლინებებზე გაფლანგული საბიუჯეტო სახსრები და სხვა დარღვევები განათლების სამინისტროში

აღურიცხავი შემოსავლები, მივლინებებზე გაფლანგული საბიუჯეტო სახსრები და სხვა დარღვევები განათლების სამინისტროში

აღურიცხავი შემოსავლები, მივლინებებზე გაფლანგული საბიუჯეტო სახსრები და სხვა დარღვევები განათლების სამინისტროში

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და მის კონტროლს დაქვემდებარებული ერთეულებისკონსოლიდირებული  ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც მოიცავს ფინანსური მდგომარეობის შესახებ კონსოლიდირებულ ანგარიშგებას 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით. აუდიტის დროს გამოვლინდა სხვადასხვა მნიშვნელოვანი დარღვევა, რომელთა შორის აღსანიშნავია სახელმწიფო უნივერსიტეტებში და სამინისტროს სიპ-ებში გამოვლენილი დარღვევები.

აუდიტის მიხედვით, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის კონტროლირებულ ერთეულებს (სკოლები, უმაღლესი სასაწავლებლები, კოლეჯები და სხვ.) შორის განხორციელდა შიდაჯგუფური ოპერაციები: ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ვაუჩერული დაფინანსება, სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო და სამაგისტრო გრანტების დაფინანსება, კოლეჯების დაფინანსება პროექტის  “პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა”, ფარგლებში და ა.შ. აღრიცხვის ინსტრუქციის თანახმად, კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში უნდა ელიმინირდეს ცენტრალურ აპარატსა და კონტროლირებად ერთეულებს შორის მომხდარი შიდაჯგუფური ოპერაციები. გამოვლინდა, რომ კონსოლიდაციის პროცესში არ არის ელიმინირებული/გამორიცხული ამ ოპერაციების მიხედვით მიღებული დაფინანსება და გაწეული ხარჯები შემდეგი პროგრამული კოდების მიხედვით 706,762,446 ლარის ოდენობით.

ამასთანავე, აღნიშნული ფაქტი არ არის მითითებული განმარტებით შენიშვნებში. შედეგად, კონსოლიდირებული ფინანსური შედეგების შესახებ ანგარიშგებაში ? ფორმაN2-ში გაზრდილია დარიცხული შემოსავალი და ხარჯი 706,762,446 ლარის ოდენობით

აღურიცხავი შემოსავლები

აუდიტის ანგარიშით, სსიპ თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიას საგრანტო ხელშეკრულებების ფარგლებში მიღებული სახსრები ფინანსურ ანგარიშგებაში აღიარებული არ აქვს დარიცხვის მეთოდით. შედეგად, შემცირებულია 2018 წლის შემოსავალი ფორმა 2-ში?32,910 ლარით.

სსიპ ? საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მიერ 2018 წელს სააღრიცხვო რეგისტრების შესაბამისად 14,380 ლარით შემცირებულია სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში დარიცხული შემოსავალი და შესაბამისად, დებიტორული დავალიანება. (

უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსის ნულოვან სართულზე 28 47,6 კვ.მ ფართზე განთავსებულია და ფუნქციონირებს კაფეტერია/ბუფეტი, რომლის მუშაობას უზრუნველყოფს კერძო კომპანია. აუდიტის ჯგუფს ვერ წარედგინა შესაბამისი საიჯარო ხელშეკრულება. აღნიშნული ფართის იჯარით გაცემაზე უნივერსიტეტს 2018 წელს ელექტრონული აუქციონი გამოცხადებული არ ჰქონია. 2018 წელს აუდიტორულმა კომპანიამ აღნიშნული ფართის საიჯარო გადასახადი შეაფასა წლიურ ? 2,052 ლარად (ყოველთვიური გადასახადი ? 171 ლარის ოდენობით), რაც უნივერსიტეტის მიერ არ არის აღიარებული შემოსავლად.  2018 წელს გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე, სპორტული მოედნებისა და დარბაზების საათობრივი გაქირავებიდან მისაღები შემოსავლების გაანგარიშებით და მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით, გამოვლინდა 3,577 ლარის აღურიცხავი შემოსავალი, შესაბამისად, ამავე თანხით შემცირებულია ორგანიზაციის დებიტორული დავალიანებაც.

მივლინებებში არაკანონიერად გაფლანგული საბიუჯეტო სახსრები

აუდიტის სამსახურმა ასევე შეისწავლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული მდგომარეობა.  როგორც კვლევაშია აღნიშნული,  უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2010 წლის 25 აგვისტოს N02-1967 ბრძანებით, სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი თანამშრომლებისთვის დამტკიცდა ქვეყნის გარეთ და შიგნით მივლინებისას საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ სადღეღამისო ნორმებს ზემოთ დანამატი:

1. სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად უნივერსიტეტის რექტორის საქართველოს ტერიტორიაზე მივლინებისას ? 100 ლარის ოდენობით.

2. სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად ქვეყნის ფარგლებს გარეთ რექტორი 100 ევრო,  ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და  წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერი 70 ევრო,  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეები, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ბიბლიოთეკის დირექტორი, დეკანი 50  და ინსტიტუტის დირექტორი 50 ევრო

უნივერსიტეტის მიერ 2018 წელს კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ, ზედმეტად ანაზღაურებულია ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინების ხარჯი 18,555 ლარი, საიდანაც 3,073 ლარი სასტუმროს დაქირავების ხარჯია.

ასევე, განათლების სამინისტროს ზოგიერთ სსიპ-ში დადგენილ ნორმაზე მეტი ოდენობით ანაზღაურდა მივლინებების მუხლით გაწეული სადღეღამისო და სასტუმროს ხარჯები, კერძოდ:

300 000-იანი კონტრაქტი ზარალზე გასულ კომპანიას

აუდიტის სამსახურის განცხადებით, განათლების სამინისტროს მიერ 2018 წლის 19 დეკემბრის N603 ბრძანების საფუძველზე განისაზღვრა შპს “სპორტმშენსერვისისათვის” კაპიტალში შენატანი ? 300,000 ლარის ოდენობით, ქ. თბილისში ასაშენებელი “ჭიდაობის სახლის” საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის უზრუნველსაყოფად, რომელიც გადაერიცხა შპს-ს 2018 წლის 21 დეკემბერს. აუდიტის ობიექტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად გამოვლინდა, რომ შპს-სთვის აღნიშნული თანხის გადარიცხვა განხორციელდა არსებულ კანონმდებლობასთან შეუსაბამოდ, კერძოდ, საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოსათვის, კაპიტალში შენატანის სახით სახსრების გადაცემა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ ამ განკარგულებით გათვალისწინებული რამდენიმე პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რომელთაგან ერთ-ერთი, შემდეგია: საწარმოს ბოლო 3 წლის (აუდირებული) ანგარიშგებიდან, 2 წელიწადში მაინც არ აქვს ზარალი. შპს “სპორტმშენსერვისმა” კი ბოლო სამი წლიდან (2015-2017 წლები) 2 წელი დაასრულა ზარალით.

ელენე ციგრიაშვილი

Share