Home » საზოგადოება » აღმოსავლეთ-დასავლეთის გზაზე მგზავრობის დრო განახევრდება

აღმოსავლეთ-დასავლეთის გზაზე მგზავრობის დრო განახევრდება

რიკოთის საუღელტეხილო გზის ბოლო მონაკვეთის მშენებლობაზე ხელშეკრულება გაფორმდა.

ამ მონაკვეთზე აშენდება 14.7 კმ. ცემენტ-ბეტონის ოთხ ზოლიანი გზა, 14 ხიდი და 12 გვირაბი. სამუშაოების დასრულებას სამი წელი დასჭირდება. რიკოთის უღელტეხილზე, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.

საბოლოო ჯამში, რიკოთის საუღელტეხილო გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მანძილს 30 კილომეტრით შეამცირებს, ხოლო წითელი ხიდიდან-სარფამდე მგზავრობის დრო განახევრდება და ამ მანძილის დაფარვას 8 საათის ნაცვლად 4-4.5 საათი დასჭირდება.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის საგზაო ქსელის განვითარებისა და მისი თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით.

Share