Home » საზოგადოება » აფხაზეთის დრამატული თეატრი თურქეთში სპექტაკლით წარსდგა
აფხაზეთის დრამატული თეატრი თურქეთში სპექტაკლით წარსდგა

აფხაზეთის დრამატული თეატრი თურქეთში სპექტაკლით წარსდგა

როგორც  ekhokavkaza.com წერს, ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში აფხაზეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდა, რაზეც სამსონ ჩამბას სახელობის თეატრის სპექტაკლების თურქეთში ჩვენებაც მეტყველებს. გასვლითი ტურის შესახებ პრეს–კონფერენციაზე სოხუმში თეატრის რეჟისორი ალხას შამბა და აფხაზეთის დამსახურებული მსახიობი დაურ არუხა საუბრობდნენ. როდესაც თურქეთის აფხაზური დიასპორის წარმომადგენლებმა სოხუმში ნახეს სპექტაკლი ‘’მუჰაჯირები’’, პირველი აფხაზი დრამატურგის სამსონ ჩამბას პიესის მიხედვით, მათ გაუჩნდათ სურვილი იმისა, რომ ეს სპექტაკლი თურქეთშიც ეჩვენებინათ. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი დრამა აფხაზურ ენაზე, რომელიც დაიწერა და დაიდგა 1920 წელს.

30 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი გაემგზავრა თურქეთში, რათა მონაწილეობა მიიღონ კავკასიელი მუჰაჯირების ხსენების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში. მსახიობებთან და რეჟისორებთან ერთად თურქეთში გაემგზავრა აფხაზეტის სახალხო პოეტი რუშბეი სმირი, რომელიც არის ავტორი პოემისა ‘’Симра’’. ეს არის გოგონა, რომელიც მუჰაჯირთა შთამომავალია და ამავე დროს პოეტის თარჯიმანიც კი იყო. აფხაზ მსახიობთან ერთად გაემგზავრნენ თანმხლები პირები, ვინაიდან მან მხედველობა თითქმის დაკარგა. როგორც  ცნობილია მგზავროის ხარჯები მთლიანად დააფინანსა აფხაზეთის მთავრობამ.

მსახიობი დაურ არუხა ყვება, რომ უამრავი ადამიანი, რომელიც სპექტაკლს თვალს ადევნებდა, კმაყოფილებას და სიხარულს ვერ მალავდა. ერთ-ერთმა გოგონამ კი საკუთარი ოცნება გაანდო მსახიობს, თურქეთში სამოყვარულო თეატრი გაეხსნა, სადაც ის მსახიობები ითამაშებდნენ, რომლებიც აფხაზურ ენას ფლობენ. დიასპორის წარმომადგენლებმა სთხოვეს ისევ ჩამოსულიყვნენ თურქეთში და ეჩვენებინათ თუ სად ცხოვრობენ აფხაზი  მუჰაჯირების შთამომავლები.

 

ლევან ლაგვილავა

Share