Home » საზოგადოება » „აფხაზები ქართველებში მტერს ვეღარ ხედავენ“ – პაატა ზაქარეიშვილი

„აფხაზები ქართველებში მტერს ვეღარ ხედავენ“ – პაატა ზაქარეიშვილი

ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის პანდემიის ფონზე გაუარესებბული ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები თვალშისაცემი გახდა. ამის შესახებ სტატიას journal.zone აქვეყნებს.

გამოცემის თანახმად, რუსეთში საუბრობენ, რომ აფხაზეთში ეკონომიკური კრიზისია და აფხაზები ქართველებთან დაახლოებაზე სულ უფრო ხშირად ფიქრობენ.

ასევე აღნიშნულია, რომ თბილისი აფხაზებს ეკონომიკური თანამშრომლობისა და ჰუმანიტარული პროგრამების კონკრეტულ მექანიზმებს სთავაზობს.

მსგავსი: ვინ არიან აფხაზები და საიდან მოვიდნენ ისინი

„აფხაზები ქართველებში მტერს ვეღარ ხედავენ“, – ნათქვამია მასალაში.

როგორც კონფლიქტების სპეციალისტი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, სტატია პრორუსული ძალების შეკვეთას ჰგავს, რითაც ისინი რუსეთისთვის კონკრეტული მესიჯის გაგზავნას ცდილობენ.

„ვფიქრობ, ეს მასალა პრორუსული ძალების შეკვეთას ჰგავს, რადგან ისინი ოკუპირებულ რეგიონში რუსეთთან გაუარესებული ურთიერთობით შეშფოთებული არიან.

მათ აღელვებთ იმის ალბათობა, რომ აფხაზ საზოგადოებაში რუსეთის მიმართ ინტერესი შესაძლოა დაიკარგოს, ამიტომ რუსეთს გამოფხიზლებისკენ მიანიშნებენ.

რეალურად აფხაზეთსა და რუსეთს შორის კავშირი ნამდვილად შესუსტებულია. ყირიმის ანექსიის შემდეგ, რუსი ტურისტების დიდი ნაწილი დასავენებლად აფხაზეთს აღარ ირჩევს.

ამიტომ 2015 წლის შემდეგ, იქ სტაგნაცია აშკარად იგრძნობა, რაც პრორუსული ძალების ინტერესებს აზიანებს“, – აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

მსგავსი: როგორ გააღვივა პანდემიამ აფხაზებში ანტისომხური და ანტიქართული განწყობები

მისივე თქმით, ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო პერიოდში ნამდვილად არის საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყების სურვილის ნიშნები, რაც ასლან ბჟანიასა და სერგეი შამბას განცხადებებში ნათლად ჩანს, თუმცა ხელისუფლება ამას რატომღაც უყურადღებოდ ტოვებს.

მსგავსი: მეზობლებთან ურთიერთობები დიდი ხნის წინ უნდა დაგვეწყო – სოხუმის აქციების ორგანიზატორი

„სამწუხაროდ, მთავრობა უყურადღებოდ ტოვებს აფხაზებისგან გამოთქმულ მზაობას დიალოგის შესახებ, ხოლო ასეთ მნიშვნელოვან პერიოდს, როცა რუსეთის ფინანსური გავლენა აფხაზეთში შესუსტებულია, ხელიდან უშვებს“, – განაცხადა კონფლიქტოლოგმა

წყარო:pia.ge

Share