Home » ახალი ამბები » ასობით ყალბი გვერდისა და ანგარიშის გაუქმების შესახებ „ფეისბუქის“ განცხადებას აუდიტის სამსახური სწავლობს

ასობით ყალბი გვერდისა და ანგარიშის გაუქმების შესახებ „ფეისბუქის“ განცხადებას აუდიტის სამსახური სწავლობს

აუდიტის სამსახური „ფეისბუქის“ განცხადებას სწავლობს, რომელიც ხელისუფლებასთან კავშირში მყოფი ასობით ყალბი გვერდისა და ანგარიშის გაუქმებას ეხება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აუდიტის სამსახურში განუცხადეს, აუდიტის სამსახურის იურისტები განიხილავენ, რამდენად იკვეთება აუდიტის კომპეტენცია „ფეისბუქის“ განცხადების შინაარსში.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამჟამად „ფეისბუქის“ განცხადებას ეცნობა. სამსახურის იურისტები განიხილავენ, რამდენად იკვეთება აუდიტის სამსახურის კომპეტენცია და მანდატი აღნიშნული განცხადების შინაარსში,“ – აცხადებენ აუდიტის სამსახურში.

შეგახსენებთ, „ფეისბუქმა“ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით გვერდი, ანგარიში და ჯგუფი წაშალა.

„წავშალეთ 39 ქართული „ფეისბუქ“ ანგარიში, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 „ინსტაგრამ“ ანგარიში, რომლებიც ჩართულები იყვნენ კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში,“ – ნათქვამია „ფეისბუქის“ განცხადებაში.

„ინტერპრესნიუსი“

Share