Home » საზოგადოება » „არ მივსულვარ მემორიალთან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი“

„არ მივსულვარ მემორიალთან, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი“

„ეს არის ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად, უდიდესი გამარჯვების დღე, რომელიც არ შეიძლება, რომ ერთად არ გავიხსენოთ“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„დღეს ვხვდებით და გაგვითენდა 9 აპრილი სულ სხვა ვითარებაში – საგანგებო მდგომარეობის და შინ დარჩენის, კარანტინის. მთელი საზოგადოება ხვდება მას სხვა განწყობით.

ბევრი ვერ მივიდა მემორიალთან, მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ მივიდა. ეს არ ნიშნავს, რომ ამ დღეს ნაკლებად განვიცდით და არ გვახსოვს იმ გმირების თავდადება.

ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი. ეს ყველაფერი ჩვენთან არის და სახლში შეიძლება უფრო გავიაზროთ კიდევაც – რას ნიშნავს ეს დღე დამოუკიდებლობისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის. რა მძიმე, მაგრამ ამავე დროს სიმბოლური დღე არის დღეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Share