Home » მსოფლიო » არაბეთის გაერთიანებულ საემიროები მარსზე ქალაქის აშენებას გეგმავს
არაბეთის გაერთიანებულ საემიროები მარსზე ქალაქის აშენებას გეგმავს

არაბეთის გაერთიანებულ საემიროები მარსზე ქალაქის აშენებას გეგმავს

არაბეთის გაერთიანებულ საემიროები მარსზე ქალაქის ასენებას გეგმავს. უკვე გაცხადებული გეგმის მიხედვით ეს 100 წლის შემდეგ ანუ 2117 წლისთვის მოხდება.

ამ დროისათვის კოსმოსური სააგენტო და მეცნიერები მსჯელობენ, როგორ გადაიყვანონ ადამიანები მარსზე და შეძლებენ თუ არა ცოცხალი ორგანიზმები ამ დატვირთვას გაუძლონ. არაბეთის გაერთიანებული საემიროების არქიტექტორებმა და ინჟინრებმა უკვე შეიმუშავეს არტ-კონცეფცია, თუ როგორი იქნება ქალაქი მარსზე.

პროექტის სახელწოდებაა „სიბრძნის ქალაქი“ და ის დუბაის მთავრობას უკვე წარუდგინეს კიდეც. როგორც არაბეთის გაერთიანებული საემიროების ვიცე-პრეზიდენტმა, შეიხმა მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმმა განაცხადა, ადამიანის ამბიციებს საზღვარი არ გააჩნია და ვინც საუკუნის დასაწყისში უკვე ხედავს მეცნიერულ გარღვევებს, მას ადამიანური ოცნებების ასრულება აუცილებლად შეეძლება. თუ კონკრეტულად მარსზე სად ან როგორ აიგება ქალაქი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ ქალაქს 600 000 ადამიანის დატევა შეეძლება.

წყარო: BPI

Share