Home » ეკონომიკა » ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ნაღდი ფული არ გამოიყენონ

ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ნაღდი ფული არ გამოიყენონ

„უნდა შევეცადოთ, რომ ანგარიშსწორებები იყოს ელექტრონული, მაგრამ იქ, სადაც აუცილებელია ქეში, სასურველია ქეშის ხმარების დროს დავიმუშაოთ ხელები“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს.

„დაავადების გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო გახლავთ ფული. ჩინეთი მთლიანად გადავიდა ვირტუალურ ვალუტაზე, ანუ ყველა ანგარიშსწორება ხდება ელექტრონულად. უნდა შევეცადოთ, რომ ანგარიშსწორებები იყოს ელექტრონული, მაგრამ იქ, სადაც აუცილებელია ქეში, სასურველია ქეშის ხმარების დროს დავიმუშაოთ ხელები.

მივმართავ ბანკებს, რომ მათ არ უჭირთ და აქვთ შესაბამისი შესაძლებლობები, რომ ყველა ფილიალში, ყველა განყოფილებაში იყოს ხელის დასამშავებელი სადეზინფექციო სივრცეები და იდგეს დეზინფექტორები, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს საშუალება ხელის დამუშავების. ეს აუცილებელია ბანკის თანამშრომლებისთვის და მათთვის, ვინც ქეშით იღებს თანხებს. თავშეყრაა ხოლმე, როცა პენსიების გაცემა ხდება, ამიტომ ვთხოვ ბანკებს, რომ იქნებ გაცემა მოხდეს ვირტუალურად, ელექტრონულად და თუ ამის საშუალება არ არის, მაშინ შეუქმნან პენსიონერებს შესაბამისი შესაძლებლობები, რომ ჰიგიენური წესები დაიცვან. ავარიდოთ თავი დიდ თავშეყრას და დიდ რიგებს“, – აცხადებს ამირან გამყრელიძემ.

Share