Home » საზოგადოება » ამირან გამყრელიძე – მოსახლეობის შეშინებას არ ვცდილობ, თუმცა ვერ უარვყოფ, რომ მოსალოდნელია შემთხვევების ზრდა

ამირან გამყრელიძე – მოსახლეობის შეშინებას არ ვცდილობ, თუმცა ვერ უარვყოფ, რომ მოსალოდნელია შემთხვევების ზრდა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის შემთხვევების ზრდა არის მოსალოდნელი.

მისი თქმით, შემუშავებულია პროცესების განვითარების სამი სცენარი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას, ასევე აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინსტრუმენტებს ეყრდნობა.

„არ ვცდილობ, შევაშინო მოსახლეობა, პირიქით, ყოველთვის ვცდილობ, დავამშვიდო, თუმცა იმასაც ვერ უარვყოფ, რომ ქვეყანაში მოსალოდნელია შემთხვევების ზრდა, მათ შორის სერიოზული ზრდა. ჩვენ შემუშავებული გვაქვს პროცესების განვითარების სამი სცენარი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას ეყრდნობა და ამავე დროს ინსტრუმენტებს, რომელიც მოწოდებულია აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ, ეს ინსტრუმენტები გამოცდილია პანდემიური გრიპის დროს. ეს სამი სცენარი არსებობს და რომელი სცენარით შეიძლება, განვითარდეს ქვეყანაში ეპიდემია – ამ დროს რამდენი  საწოლი გჭირდება მსუბუქი, მძიმე თუ კრიტიკული ავადმყოფებისთვის, რამდენი ექიმი, სავენტილაციო აპარატი, პიკს როდის მიაღწევს, თუ ასეთი ეპიდემია დაიწყო ქვეყანაში,  ეს სცენარები და ამის მზაობა არსებობს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

Share