Home » საზოგადოება » ამირან გამყრელიძე კომპანიებს ოფისებში გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით რეკომენდაციებით მიმართავს

ამირან გამყრელიძე კომპანიებს ოფისებში გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით რეკომენდაციებით მიმართავს

დაავდებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კომპანიებს, კორონავირუსის პრევენციის მიზნით ოფისებში გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით რეკომენდაციებით მიმართავს.

როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სასურველია, ორგანიზაციებმა ოფისებში ე.წ. დეზინფექტორები იქონიონ და მოახდინონ სამუშაო სივრცის ხშირი, მათ შორის, სველი წესით დასუფთავება.

„ჩვენთან ყველა სართულზე დგას ხელების დასაბანი და ხელის დასამუშავებელი სპირტიანი ე.წ დეზინფექტორები და სასურველია გქონდეთ ყველა სართულზე სანიტაიზერები – მათი გამოყენებით რაც შეიძლება ხშირად დაიმუშავეთ ხელები. ხშირად სველი წესით დაალაგეთ მაგიდები,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან ასევე განმარტა, რომ ოფისები, სადაც ბევრი ადამიანი ერთ სივრცეში მუშაობს, სასურველია, ხშირად განიავდეს.

Share