Home » საზოგადოება » ამირან გამყრელიძე – ინფექციამ არ იცის, ვინ ვისი შვილია, ყველას თანაბრად ეხება

ამირან გამყრელიძე – ინფექციამ არ იცის, ვინ ვისი შვილია, ყველას თანაბრად ეხება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, მისი შვილი, რომელსაც კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა, კონტაქტში იყო იმ კლასტერთან, რომელიც რამდენიმე დღის წინ იტალიიდან დაბრუნდა.

მისივე თქმით, ნიკოლოზ გამყრელიძე ბოლო ორი დღე იყო თვითიზოლაციაში.

„დასამალი არაფერი არ არის, ჩემმა შვილმა გაავრცელა ინფორმაცია, ეს მისი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და უფლებაა. ინფექციამ არ იცის, ვინ ვისი შვილია, ყველას თანაბრად ეხება. ჩემი შვილი კონტაქტური იყო იმ კლასტერთან, რომელიც იტალიიდან დაბრუნდა, ისინი არიან მისი თანამშრომლები, იყვნენ ორშაბათს საღამოს სხდომაზე ჩემს შვილთან და დიდი ალბათობით, იქიდან მოხდა ინფიცირება. ჩემი შვილი, ბოლო ორი დღე იყო თვითიზოლირებული და შემდგომ პირველი ტესტი იყო საეჭვო, ამიტომ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ მისი კვლევა. გუშინ დადასტურდა. მისი კონტაქტები ყველა ჩამოთვლილია, გაუგზავნა დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ამ კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს ინტენსიურად“, – განაცხადა გამყრელიძემ.

Share