Home » მსოფლიო » ამერიკული სადაზღვევო კომპანიები, ავტომფლობელებს სადაზღვევო შენატანებს უკან უბრუნებენ

ამერიკული სადაზღვევო კომპანიები, ავტომფლობელებს სადაზღვევო შენატანებს უკან უბრუნებენ

როგორც BBC წერს, აშშ-ის მსხვილი ავტოდაზღვევის კომპანიები მილიონობით დოლარს უკან დაუბრუნებენ იმ მძღოლებს, რომლებიც პანდემიური პროცესის გამო სახლებში დარჩნენ.

Allstate-ი, აშშ-ის მეოთხე ყველაზე მსხვილი ავტომზღვეველი კომპანია, ჯამში 600 მილიონი დოლარის დაბრუნებას აპირებს. Allstate-ი თანხის დაბრუნების ორ გზას განიხილავს. პირველი, კარანტინში მყოფი მძღოლები მიიღებენ ასანაზღაურებელ თანხას და მეორე, დანარჩენ მომხმარებლებს შეეძლებათ 15%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა ყოველთვიურ სადაზღვევო პრემიის შენატანზე აპრილსა და მაისში. ფასდაკლება შეეხება, ჯამში 18 მილიონ მომხმარებელს.

„ეს სამართლიანია, რადგან ავტომობილის მართვის რაოდენობის კლება ნაკლებ საავარიო შემთხვევებს ნიშნავს“, – აცხადებს ტომ ვილსონი, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.

კომპანიის მონაცემება აჩვენა, რომ ავტომობილების გარბენი 35-40%-ითაა შემცირებული.

კიდევ ერთი სადაზღვევო კომპანია, American Family Mutual-ი აპირებს, რომ ჯამში 200 მილიონი დოლარის მოცულობის ჩეკების დაბრუნება მოახდინოს. კომპანია ერთჯერადად განახორციელბს თანხის დაბრუნების შემთხვევას. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ სადაზღვევო პოლისის მფლობელებმა, მარტის ბოლო სამ კვირაში 40%-ით ნაკლები მანძილი გაიარეს.

ორივე კომპანიამ, სადაზღვევო ინციდენტების კლების დინამიკაზე მიუთითებს, რისი მიზეზიც მძღოლების სახლებში ყოფნაა.

BBC-ი აღნიშნავს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებები, შეიძლება გახდეს ზეწოლა სხვა სადაზღვევო კომპანიების მიმართაც, რომ მათაც მსგავსი გადაწყვეტილება მიიღონ.

სანდრო პირველი

Share