Home » მსოფლიო » ამერიკის შეერთებული შტატები დაიშლება?

ამერიკის შეერთებული შტატები დაიშლება?

ამის თაობაზე პროგნოზი 20 წლის წინ გააკეთა ნორვეგიელმა სოციოლოგმა, იოჰან გალტუნგმა. მან ადრე საბჭოთა კავშირის კრახი იწინასწარმეტყველა. ამჯერად კი მასმედიამ მისი შეერთებულ შტატებთან დაკავშირებული პროგნოზი გაიხსენა.

ადრე გალტუნგმა ბერლინის კედლის დაცემა იწინასწარმეტყველა, ამ ფაქტამდე 10 წლის წინ, აგრეთვე საბჭოთა კავშირის კრახი, რის გამოც შტატებში მას ახალი ნოსტრადამუსი უწოდეს. შეერთებული შტატების მომავალთა დაკავშირებით, ის ვარაუდობდა, რომ 2020 წელს აშშ ჩათრეული იქნებოდა სერიოზულ კრიზისში, ხოლო, 5 წლის შემდეგ ქვეყანა არსებობას შეწყვეტდა.

იგი მიანიშნებდა სერიოზულ კოლაფსზე, რომელიც ამერიკას სამოქალაქო ომში ჩაითრევდა. ექსპერტები, რომლებიც მის ამ მოსაზრებებს აფასებენ, მიუთითებენ, რომ სახალხო მღელვარებები  შტატებში არაერთხელ ყოფილა ადრეც, თუმცა მათ ქვეყნის კრახი არ გამოუწვევია.

აღნიშნულთან დაკავშირებით გალტუნგის პროგნოზი გადაჭარბებულად მოსჩანს, თუმცა ბერლინის კედელთან და საბჭოთა კავშირის კრახთან დაკავშირებული მისი წინასწარმეტყველებებიდან გამომდინარე, შტატებში მიმდინარე არეულობების ფონზე, უაღრესად საყურადღებო და დამაფიქრებელია.

dni24.com

Share