Home » მსოფლიო » ამერიკაში კორონავირუსის გამო დაახლოებით 39-მა მილიონმა ადამიანმა სამსახური დაკარგა

ამერიკაში კორონავირუსის გამო დაახლოებით 39-მა მილიონმა ადამიანმა სამსახური დაკარგა

კორონავირუსის გამოჩენის შემდეგ, ამერიკაში, დაახლოებით 39-მა მილიონმა ადამიანმა სამსახური დაკარგა, – ამის შესახებ ინფორმაციას apnews-ი ავრცელებს.

იმის მიუხედავად, რომ კორონავირუსზე დაწესებული შეზღუდვები ნელ-ნელა რბილდება, სტატისტიკის მიხედვით, უმუშევრობის მაჩვენებელი კვლავ იზრდება და გაუმჯობესება არ შეინიშნება.

აშშ-ში მაის-ივნისში უმუშუევრობის კოეფიციენტმა შესაძლოა 20-დან 25%-მდე მიაღწიოს, რაც ბოლოს 90 წლის წინ, დიდი დეპრესიის დროს დაფიქსირდა. ხოლო აპრილში უმუშევრობის პროცენტულობა 14,7-ს შეადგენდა.

Share