Home » მსოფლიო » ალიევი – აზერბაიჯანელ ხალხს მთიან ყარაბაღზე უაზრო მოლაპარაკებები მობეზრდა

ალიევი – აზერბაიჯანელ ხალხს მთიან ყარაბაღზე უაზრო მოლაპარაკებები მობეზრდა

აზერბაიჯანელ ხალხს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხზე უაზრო მოლაპარაკებები მობეზრდა.

ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„აზერბაიჯანელი ხალხის მოთმინება უსაზღვრო არაა და ამაზე უნდა დაფიქრდნენ ისინი, ვინც ამ დღეებში შუამავლობას გვთავაზობს.

აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს და ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია კატეგორიულია“, – აღნიშნა ალიევმა.

Share