Home » ახალი ამბები » აკაკი ზოიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

აკაკი ზოიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს, „ქართული ოცნების“ დეპუტატს აკაკი ზოიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა.

აკაკი ზოიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი 85-მა დეპუტატმა დაუჭირა. საკითხს მოწინააღმდეგე არ ჰყავდა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, გადაწყვეტილება ძალაში შედის მიღებისთანავე.

„მინდა მას როგორც ჩვენს კოლეგასა და მეგობარს მადლობა გადავუხადო გაწეული სამუშაოსთვის. ის იყო არაერთი რეფორმატორული პაკეტის ინიციატორი და ის იყო ჩართული როგორც კომიტეტის, ასევე სხვა მნიშვნელოვანი რეფორმების განხილვაში. მინდა მას წარმატებები ვუსურვო შემდეგ საქმიანობაში,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ აკაკი ზოიძემ პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებული კანონპროექტი პარლამენტმა ჩააგდო.

Share