Home » ახალი ამბები » აზერბაიჯანის მოქალაქეს საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს

აზერბაიჯანის მოქალაქეს საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს

საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო-გამშვები პუნქტზე დღეს აზერბაიჯანის ერთ მოქალაქეს ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ მისცეს. ამის მიზეზი მაღალი ტემპერატურა გახდა, რის გამოც საზღვრის გადმოკვეთაზე სპეციალისტებმა მას უარი უთხრეს.

,,ქალს, რომელიც ზაქათალიდან მოდიოდა მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა, ამიტომ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მივეცით. შევთავაზეთ კარანტინში მოთავსება, თუმცა უარი განაცხადა და აზერბაიჯანში დარჩენა ამჯობინა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ლაგოდეხის სამსახურის უფროსმა მაკა ხმალაძემ.

მგზავრებისთვის, რომლებიც ვირუსის გავრცელების არეალის ქვეყნებიდან საზღვრის გადმოკვეთას შეძლებენ და მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღმოუჩნდებათ, ლაგოდეხის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან სპეციალური კარავია გაშლილი, სადაც თითოეული მათგანი სპეციალური სამედიცინო მანქანით ტრანსპორტირებამდე თავსდებიან.

Share