Home » მსოფლიო » აზერბაიჯანის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა არჩევნებში კანდიდატებად საკუთარი თავი, შვილები, დები, ძმები, ძმისშვილი და დისშვილი წარადგინა

აზერბაიჯანის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა არჩევნებში კანდიდატებად საკუთარი თავი, შვილები, დები, ძმები, ძმისშვილი და დისშვილი წარადგინა

აზერბაიჯანის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა რაფაელ ჯაფაროვმა, მუნიციპალურ არჩევნებზე კანდიდატებად რვა უახლოესი ნათესავი წარადგინა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, კანდიდატებს შორის არიან თავად რაფაელ ჯაფაროვი, მისი ქალიშვილი, ვაჟიშვილი, ორი და, ორი ძმა, ძმისშვილი და დისშვილი.

Haqqin.az-ის ინფორმაციით, ჯაფაროვმა, ამ გზით, კონკურენტებს შანსი არ დაუტოვა, რადგან „სადაც არ უნდა გაიხედო, ყველგან ჯაფაროვები არიან“.

აზერბაიჯანში ადგილობრივი არჩევნები 23 დეკემბერს გაიმართება.

ipn.ge

Share